Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სწავლების ჰიბრიდული ფორმატით წარმართვის შესახებ

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ჰიბრიდულ ფორმატთან დაკავშირებით

 

შეგახსენებთ, რომ  2022 წლის 7 მარტიდან თსუ-ში სასწავლო პროცესი წარიმართება ჰიბრიდული  ფორმატით, ხოლო 2022 წლის 2 მაისიდან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში წარიმართება სრულად დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში.

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2022 წლის 7 მარტიდან ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის საფეხურზე სასწავლო პროცესი განახლდება ჰიბრიდული  ფორმატით. კერძოდ, დისტანციური სწავლების პარალელურად, ზოგიერთ სასწავლო კურსში გაიხსნება ჯგუფები, რომლებშიც სასწავლო პროცესი განხორციელდება არადისტანციურად, უნივერსიტეტის სივრცეში.

 

სასწავლო კურსებისა და ჯგუფების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ჩატარდება არადისტანციურად აგესახებათ აკადემიური რეგისტრაციის დროს LMS ბაზაში, სადაც სასწავლო კურსის (ჯგუფის) გასწვრივ მითითბული იქნება სიტყვა „აუდიტორიაში“.

 

მოთხოვნის შესაბამისად,  ჩამოთვლილ სასწავლო კურსებში დაემატება ჯგუფები.

 

წარმოგიდგენთ სასწავლო კურსებს, შესაბამისი ჯგუფებით, რომლებშიც განხორციელდება სწავლება არადისტანციურად 2022 წლის 7 მარტიდან (გაზაფხულის სემესტრი)

 

ბაკალავრიატი:

 

დოქტორანტურა: